Thursday, June 9, 2011

"ჯუჯა" პლანეტები (ერისი,მაკემაკე,ქარონი)


ჯუჯა პლანეტა — საერთაშორისო ასტრონომიული კავშირის გასაზღვრებით ციური სხეული მზის სისტემაში, რომელიც შემდეგ ოთხ მოთხოვნას აკმაყოფილებს:
1. მოძრაობს მზის გარშემო;
2. აქვს საკმარისი მასა საკუთარი გრავიტაციისთვის გარე პლანეტების მიზიდულობის ძალის დასაძლევად და ჰიდროსტატიური წონასწორობის (თითქმის სფერული) ფორმის მისაღებად;
3. საკუთარ ორბიტაზე არ დომინირებს (არ ძალუძს გაწმინდოს სივრცე სხვა ობიექტებისგან);
4. არ არის თანამგზავრი.

ტერმინი "ჯუჯა პლანეტა" მიღებული იქნა 2006 წელს, როგორც შემადგენელი ნაწილი მზის გარშემო მოძრავი სხეულები სამგვარი კლასიფიკაციის. სხეულები, რომლებსაც იმდენი ძალა შესწევთ, რომ მათ გარშემო სივრცე გაწმინდონ სხვა სხეულებისგან, პლანეტები ეწოდებათ, ხოლო ისინი, რომლებიც ზედმეტად მცირენი არიან ჰიდროსტატიური წონასწოტორბისთვის განსაზღვრულია, როგორც მზის სისტემის მცირე სხეულები.

კატეგორია "ჯუჯა პლანეტა" არ არის პლანეტის ქვეკატეგორია, არამედ სრულიად ცალკე მდგომი კატეგორიაა. ანუ, ეს იმას ნიშნავს, რომ ჯუჯა პლანეტა პლანეტა არ არის.

ამჟამად ცნობილი ჯუჯა-პლანეტებია, ქარონი, პლუტონი ერისი და მაკიმაკი.

  ერისი
136199 ერისი (Eris) (დროებითი სახელები: ოფიციალური — 2003 UB313, არაოფიციალური — ქსენა, ზენა (Xena) და ლილა (Lilah)) — ჯუჯა პლანეტა, ნეპტუნსიქითა ობიექტი, რომელიც, თანახმად პალომარის ობსერვატორიის (კალიფორნია) ასტრონომებისა, ზომით პლუტონს აღემატება (რომელიც თავისმხრივ 2006 წლის 24 აგვისტომდე პლანეტად ითვლებოდა). პირველაღმომჩენებმა, შემდგომში კი ნასამ და ზოგიერთმა ასტრონომიულმა ორგანიზაციამ, ეს ობიექტი მზის სისტემის მეათე პლანეტად გამოაცხადეს, თუმცა 2006 წლის 24 აგვისტოს საერთაშორისო ასტრონომიულმა კავშირმა დაამტკიცა პლანეტის განსაზღვრება, რომლის მიხედვით 2003 UB313 ამ სტატუსს არ მოერგო. ეს ობიექტი ჯუჯა პლანეტების კატეგორიას მიეკუთვნა.


  მაკემაკე

სიდიდით მესამე ჯუჯა პლანეტა მზის სისტემაში, კოიპერის სარტყლის ორ უდიდეს ობიექტთაგანი. მისი დიამეტრი დაახ. პლუტონის დიამეტრის ორი-მესამედია. მაკემაკეს თანამგზავრები არ ჰყავს, განსხვავებით კოიპერის სარტყლის სხვა უდიდეს ობიექტთაგან. მისი ექსტრემალურად დაბალი ტემპერატურა (დაახ. 30K) მიუთითებს იმაზე, რომ მისი ზედაპირი დაფარულია მეთანისა და ეთანის ყინულით. ეს ობიექტი აღმოაჩინეს 2005 წლის 29 ივლისს სანტასა და ერიდასთან ერთად.






 ქარონი
 
 მზის სისტემის ჯუჯა პლანეტაა. აღმოჩენილია 1978 წელს 22 ივნისს. ქარონი თან ახლავს პლუტონს და დიდი ხნის განმავლობაში მის თანამგზავრად ითვლებოდა, მაგრამ პლუტონის პლანეტიდან ჯუჯა პლანეტამდე ჩამოქვეითებასთან ერთად ქარონსაც ჩამოერთვა ეს სტატუსი, რადგან მისი ბარიცენტრი პლუტონს გარეთ არის. აღმოჩენილ იქნა ამერიკელი ასტრონომის ჯეიმს კრისტის მიერ აშშ საზღვაო ობსერვატორიის 155 სმ-იანი ტელესკოპით.








No comments:

Post a Comment