- ხარაძე ე. ასტრონომია საშუალო სკოლის კოდი-27ს2(075)ბ25
- ხარაძე ე. ასტრონომია X კლასისთვის კოდი-27-22-6A72ბ25
- ხარაძე ე. ასტრონომია IX კლასისთვის კოდი-27-22,672ბ25
- ხარაძე.ე ასტრონომიული კალენდარი კოდი-27ს2(059)A89
- პოდკი ფ. ზოგადი ასტრონომიი კურსი კოდი-57-52(02)კ54
Thursday, June 9, 2011
ბიბლიოთეკაში ნაპოვნი მასალა
მე გახლავართ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი ოთარი ცერცვაძე,და თემად ავირჩიე პლანეტები,იმიტომ რომ ჩემი ფაკულტეტისთვის შესაფერისია თან ბავშვობიდან მაინტერესებს ასტრონომია
"ჯუჯა" პლანეტები (ერისი,მაკემაკე,ქარონი)
ჯუჯა პლანეტა — საერთაშორისო ასტრონომიული კავშირის გასაზღვრებით ციური სხეული მზის სისტემაში, რომელიც შემდეგ ოთხ მოთხოვნას აკმაყოფილებს:
1. მოძრაობს მზის გარშემო;
2. აქვს საკმარისი მასა საკუთარი გრავიტაციისთვის გარე პლანეტების მიზიდულობის ძალის დასაძლევად და ჰიდროსტატიური წონასწორობის (თითქმის სფერული) ფორმის მისაღებად;
3. საკუთარ ორბიტაზე არ დომინირებს (არ ძალუძს გაწმინდოს სივრცე სხვა ობიექტებისგან);
4. არ არის თანამგზავრი.
ტერმინი "ჯუჯა პლანეტა" მიღებული იქნა 2006 წელს, როგორც შემადგენელი ნაწილი მზის გარშემო მოძრავი სხეულები სამგვარი კლასიფიკაციის. სხეულები, რომლებსაც იმდენი ძალა შესწევთ, რომ მათ გარშემო სივრცე გაწმინდონ სხვა სხეულებისგან, პლანეტები ეწოდებათ, ხოლო ისინი, რომლებიც ზედმეტად მცირენი არიან ჰიდროსტატიური წონასწოტორბისთვის განსაზღვრულია, როგორც მზის სისტემის მცირე სხეულები.
კატეგორია "ჯუჯა პლანეტა" არ არის პლანეტის ქვეკატეგორია, არამედ სრულიად ცალკე მდგომი კატეგორიაა. ანუ, ეს იმას ნიშნავს, რომ ჯუჯა პლანეტა პლანეტა არ არის.
ამჟამად ცნობილი ჯუჯა-პლანეტებია, ქარონი, პლუტონი ერისი და მაკიმაკი.
ერისი
136199 ერისი (Eris) (დროებითი სახელები: ოფიციალური — 2003 UB313, არაოფიციალური — ქსენა, ზენა (Xena) და ლილა (Lilah)) — ჯუჯა პლანეტა, ნეპტუნსიქითა ობიექტი, რომელიც, თანახმად პალომარის ობსერვატორიის (კალიფორნია) ასტრონომებისა, ზომით პლუტონს აღემატება (რომელიც თავისმხრივ 2006 წლის 24 აგვისტომდე პლანეტად ითვლებოდა). პირველაღმომჩენებმა, შემდგომში კი ნასამ და ზოგიერთმა ასტრონომიულმა ორგანიზაციამ, ეს ობიექტი მზის სისტემის მეათე პლანეტად გამოაცხადეს, თუმცა 2006 წლის 24 აგვისტოს საერთაშორისო ასტრონომიულმა კავშირმა დაამტკიცა პლანეტის განსაზღვრება, რომლის მიხედვით 2003 UB313 ამ სტატუსს არ მოერგო. ეს ობიექტი ჯუჯა პლანეტების კატეგორიას მიეკუთვნა.
მაკემაკე
სიდიდით მესამე ჯუჯა პლანეტა მზის სისტემაში, კოიპერის სარტყლის ორ უდიდეს ობიექტთაგანი. მისი დიამეტრი დაახ. პლუტონის დიამეტრის ორი-მესამედია. მაკემაკეს თანამგზავრები არ ჰყავს, განსხვავებით კოიპერის სარტყლის სხვა უდიდეს ობიექტთაგან. მისი ექსტრემალურად დაბალი ტემპერატურა (დაახ. 30K) მიუთითებს იმაზე, რომ მისი ზედაპირი დაფარულია მეთანისა და ეთანის ყინულით. ეს ობიექტი აღმოაჩინეს 2005 წლის 29 ივლისს სანტასა და ერიდასთან ერთად.
ქარონი
მზის სისტემის ჯუჯა პლანეტაა. აღმოჩენილია 1978 წელს 22 ივნისს. ქარონი თან ახლავს პლუტონს და დიდი ხნის განმავლობაში მის თანამგზავრად ითვლებოდა, მაგრამ პლუტონის პლანეტიდან ჯუჯა პლანეტამდე ჩამოქვეითებასთან ერთად ქარონსაც ჩამოერთვა ეს სტატუსი, რადგან მისი ბარიცენტრი პლუტონს გარეთ არის. აღმოჩენილ იქნა ამერიკელი ასტრონომის ჯეიმს კრისტის მიერ აშშ საზღვაო ობსერვატორიის 155 სმ-იანი ტელესკოპით.
პლუტონი
930-დან 2006 წლამდე ითვლებოდა, რომ მზის სისტემა შედგებოდა 9 პლანეტისგან. თუმცა, 2006 წელს საერთაშორისო ასტრონომიულმა კავშირმა (შემოკლებით IAU - შემდგომში ასე მოვიხსენიებ), მსოფლიოს ასტრონომთა ყველაზე დიდმა და ავტორიტეტულმა გაერთიანებამ, მიიღო გადაწყვეტილება, რომ ბოლო ცთომილი - პლუტონი - ამიერიდან აღარ ჩაითვალოს პლანეტად. ის გადაიყვანეს მცირე (ჯუჯა) პლანეტების კატეგორიაში. ასე რომ, სახელმძღვანელოებსა და ცნობარებში ცვლილებების შეტანა გახდა საჭირო. ბუნებრივია, IAU-ს ჰქონდა სერიოზული საფუძველი, მიეღო ასეთი გადაწყვეტილება.
პლუტონის აღმოჩენა
მე-19 საუკუნის მიწურულს, ურანისა და ნეპტუნის მოძრაობებზე დაკვირვებით, ამერიკელი ბიზნესმენი და ასტრონომი პერსივალ ლოველი მივიდა დასკვნამდე, რომ მათ მიღმა უნდა ყოფილიყო კიდევ ერთი ციური სხეული, დაახლოებით დედამიწის მასის. ლოველმა მას პირობითად „პლანეტა X” უწოდა და სიცოცხლის ბოლომდე ეძებდა. 1929 წელს ძიება განაგრძო მისმა თანამემამულემ კლაიდ ტომბომ. დაახლოებით ერთი წლის შემდეგ, მითითებული ადგილის მახლობლად, ტომბომ მართლაც შენიშნა შორეული ვარსკვლავების მიმართ მოძრავი მნათი წერტილი. ასტრონომებმა ჩათვალეს, რომ ეს იყო ლოველის მიერ ნაწინასწარმეტყველები „პლანეტა X” და მას, ტრადიციისამებრ, ანტიკური მითოლოგიის ერთ-ერთი ღვთაების სახელი დაარქვეს.
თავდაპირველად პლუტონი დედამიწისხელა ეგონათ. დროთა განმავლობაში დაკვირვებებმა აჩვენა, რომ მისი მასა გაცილებით მცირე იყო. 1978 წელს აღმოაჩინეს პლუტონის თანამგზავრი ქარონი. მისი არსებობა იწინასწარმეტყველა ქართველმა მეცნიერმა, აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის მკვლევარმა როლან კილაძემ, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში იკვლევდა პლუტონს. ქარონი ასტრონომებს დაეხმარა, დაეზუსტებინათ პლუტონის მასა. ის აღმოჩნდა დედამიწის მასის მხოლოდ 0.2%. ასეთი მცირე მასის სხეულს კი არ შეეძლო ნეპტუნსა და ურანზე ისეთი ზემოქმედების მოხდენა, როგორსაც ლოველი ვარაუდობდა. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ამ პლანეტების მოძრაობაც არ იყო სწორად გაანგარიშებული. ეს იმას ნიშნავს, რომ „პლანეტა X” სინამდვილეში არ არსებობდა. ლოველი შეცდა, პლუტონი კი სრულიად შემთხვევით აღმოაჩინეს.
პლუტონისა და ქარონის მასები თანაზომადია, განსხვავებით სხვა პლანეტებისა და მათი თანამგზავრებისგან. ამიტომ ზოგიერთი თვლის, რომ ეს ორმაგი პლანეტური სისტემაა. მოგვიანებით პლუტონს აღმოაჩნდა კიდევ ორი მცირე ზომის თანამგზავრი - ნიქსი და ჰიდრა.
პლუტონის „პორტრეტი”
პლუტონიდან მზემდე 5.8 მილიარდი კილომეტრია, ესე იგი, ის 39-ჯერ უფრო შორსაა მზისგან, ვიდრე დედამიწა. პლუტონი ერთ წრეს მზის გარშემო 248 წელს ანდომებს. ასე რომ, აღმოჩენიდან დღემდე მას თავისი ორბიტის მეოთხედიც არა აქვს გავლილი. პლუტონი მოძრაობს გაწელილ ელიფსურ ორბიტაზე, განსხვავებით პლანეტებისგან, რომელთა ორბიტები თითქმის წრიულია. ამ გაწელილობის გამო 20 წელი ის მზესთან უფრო ახლოსაა, ვიდრე ნეპტუნი. ასე იყო 1979-1999 წლებში.
პლუტონი ზომით და მასით მთვარეზე მცირეა. მისი დიამეტრი დაახლოებით 2300 კილომეტრია (დედამიწისაზე თითქმის ხუთჯერ ნაკლები). პლუტონი ერთ-ერთი ყველაზე ცივი ციური სხეულია მზის სისტემაში: მისი ზედაპირის ტემპერატურაა დაახლოებით -225°C. პლუტონი შედგება ძირითადად ქვისა და გაყინული მეთანისგან. აქვს ძალზე თხელი ატმოსფერო, რომელიც აზოტის, მეთანისა და ნახშირორჟანგისგან შედგება. ამიტომ საეჭვოა, იქ რაიმე სახის სიცოცხლე არსებობდეს.
პლუტონი იმდენად შორსაა და იმდენად მკრთალია, რომ მისი ზედაპირი ყველაზე მძლავრ ტელესკოპშიც კი ბუნდოვნად ჩანს. ჰაბლის ტელესკოპით კოსმოსიდან გადაღებულმა სურათებმა აჩვენა მხოლოდ რამდენიმე ღია და ბნელი არე. ღია არეები, სავარაუდოდ, შედგება მყარ მდგომარეობაში მყოფი აზოტისგან, ხოლო ბნელი - გაყინული მეთანისგან. ამჟამად პლუტონისკენ მიემართება NASA-ს თანამგზავრი New Horizon, რომელიც 2015 წელს მიაღწევს მას და პირველად გადაიღებს მისი ზედაპირის სურათს ახლოდან.
ახალი კლასიფიკაციის აუცილებლობა
დროთა განმავლობაში, ტელესკოპებისა და დაკვირვებითი ტექნიკის გაუმჯობესებასთან ერთად, ხელოვნური თანამგზავრების საშუალებით, სულ უფრო მეტი სიახლე ჩნდებოდა მზის სისტემაში. მის შორეულ რეგიონში აღმოაჩინეს პლუტონის მსგავსი კიდევ რამდენიმე ციური სხეული. მათ პლუტონოიდებს ეძახიან. ერთ-ერთი მათგანი - სახელად ირისი - მასით პლუტონზე დიდიც კია. მზის სისტემის იმ უბანს, რომელშიც პლუტონი იმყოფება, კოიპერის სარტყელი ჰქვია. ეს ცნება შემოიღეს 1990-იან წლებში. ამ რეგიონში ასტრონომები კიდევ მრავალი ცთომილის არსებობას ვარაუდობენ. ზოგიერთი შეფასებით, მათი რაოდენობა რამდენიმე ათეულ ათასს უნდა აღწევდეს.
ამ აღმოჩენებმა ასტრონომები არჩევანის წინაშე დააყენა: ან ყველა ეს ტრანსნეპტუნური (ანუ ნეპტუნს მიღმა) სხეული პლანეტად უნდა გამოეცხადებინათ (ამ შემთხვევაში მათი რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზრდებოდა), ან ცვლილება უნდა შეეტანათ ციური სხეულების კლასიფიკაციაში. IAU-ს წევრთა უმრავლესობამ უკანასკნელს დაუჭირა მხარი. შეიმუშავეს კლასიკური და ჯუჯა პლანეტების კრიტერიუმები, რომლის მიხედვით პლუტონი ჯუჯების ნუსხაში აღმოჩნდა.
ვნებათა ღელვა პლუტონის სტატუსის შეცვლის გამო
საინტერესოა, რომ IAU-ს გადაწყვეტილებამ, მოეხსნა პლუტონისთვის პლანეტის სტატუსი, დიდი რეზონანსი გამოიწვია საზოგადოებაში. ამერიკელები აპროტესტებდნენ კლაიდ ტომბოს დამსახურების ერთგვარ დაკნინებას: ერთია, როცა შენი თანამემამულე დიდი პლანეტის აღმომჩენია, მეორე - ჯუჯა სხეულის. იყვნენ კმაყოფილებიც, რომელთათვისაც რვა პლანეტის სახელწოდების დამახსოვრება უფრო ადვილი იყო, ვიდრე ცხრის და რომ IAU-მ თავიდან აგვაცილა შემდგომში ასობით სახელის გაზეპირების აუცილებლობა. პლუტონის ისტორიამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ მეცნიერებაში არაფერია უცვლელი, არ არსებობს ერთხელ და სამუდამოდ დადგენილი ჭეშმარიტება. მეცნიერული წარმოდგენები იცვლება დაკვირვებებისა და ექსპერიმენტების შედეგად მიღებული ახალი ფაქტებისა და თეორიების შესაბამისად.
წარმოგიდგენთ ვიდეოს,სადაც გვიხსნიან რატომ არ არი პლუტონი პლანეტა,სამწუხაროდ ქართულ ენაზე ვერ ვნახე,და რუსულ ენაზე დავდე :
ურანი
ურანი (ლათ. Uranus) მზის სისტემის მეშვიდე პლანეტა მზიდან დაშორების მიხედვით. ეს გაზის გიგანტი დიამეტრით მესამე და მასით მეოთხე პლანეტაა მზის სისტემაში. მას ბერძნული ცისა და სხვა ღმერთთა შემქმნელი ღვთაების ურანის სახელი ჰქვია. მისი ასტონომიული და ასტროლოგიური სიმბოლოა ♅.
ეკუთვნის გიგანტი პლანეტების ჯგუფს. აღმოაჩინა უ. ჰერშელმა 1781 წელს. ურანის საშუალო მანძილი მზიდან არის 2869,6 მლ. კმ. ორბიტის ექსცენტისიტეტი – 0,046, დახრა ეკლიპტიკის სიბრტყისადმი – 0°46´23″, გარემოქცევის სიდერული პერიოდი – 84,02 წ, სინოდური პერიოდი – 369,66 დღე-ღამე.
ნასა’ს ’’ვოიაჯერ 2’’ ერთადერთი კოსმოსური ხომალდი იყო, რომელმაც პლანეტამდე მიაღწია და ჯერჯერობით სხვა ექსპედიციები დაგეგმილი არ არის. ვოიაჯერი 1977 წელს გაიშვა და მან ურანუსის სიახლოვემდე 1986 წლის 24 იანვარს მიაღწია, რის შემდეგაც გზა ნეპტუნისკენ გააგრძელა.
სატურნი
სატურნი სიშორით მეექვსე პლანეტაა მზიდან. ეს გაზის გიგანტი სიდიდით მეორე პლანეტაა მზის სისტემაში იუპიტერის შემდეგ. პლანეტას რომაული ღმერთი სატურნის სახელი ჰქვია. მისი სიმბოლოა ღმერთის კვერთხის სტილიზებული რეპრეზენტაცია - ♄. ჩინურ, კორეულ, იაპონურ და ვეიტნამურ კულტურებში პლანეტას მიწის ვარსკვლავად მოიხსენიებენ (土星), ხუთი ელემენტის ციკლის მიხედვით. სატურნს ადრე სანამ ტელესკოპს გამოიგონებდნენ ყურებიან პლანეტას ეძახდნენ, რადგან შორიდან მისი რგოლები ყურებს გავდა.
სატურნის პირველი ფოტოსურათი პიონერ 11 -მა 1979 წლის სექტემბერში გადაიღო 20 000 კმ -ის მანძილიდან. მაშინ აგრეთვე მისი რამდენიმე თანამგზავრი აღმოაჩინა და სურათები გადაუღო. სატურნს 62 თანამგზავრი ყავს, მათ შორის ყველაზე დიდია ტიტანი. სატურნის ატმოსფეროს 96,3 % წყალბადისგან შედგება, 3,25 % ჰელიუმისგან, დანარჩენი 0,45 % სხვა აირებია.
სატურნის რგოლები
სატურნს ირგვლის მკვეთრად შესამჩნევი რგოლები აკრავს, რომლის 93 % ყინულის ნაწილაკებისგან და 7 % ქვიანი მასისა და მტვერისგან შედგება. რგოლების სისქეა დაახლოებით 20 მ. ყველაზე ახლო რგოლი სატურნის ეკვატორის ზედაპირიდან 6630 კმ -ზეა, ყველაზე შორი 120 700 კმ -ზე. ამ რგოლების შესახებ 2 თეორია არსებობს. პირველი თეორია იმაში მდგომარეობს, რომ ეს რგოლები სატურნის რომელიღაც დაშლილი თანამგზავრის ნაწილებია, ხოლო მე 2 თეორიის მიედვით, მილიარდობით წლის უკან მზის სისტემის ამ ადგლზე სატურნი სწორედ ამ მტვრის ნაწილაკების შეერთებით წარმოიქმნა.
აშშ-ს სამხრეთ-დასავლეთის კვლევითი ინსტიტუტის ასტრონომთა ჯგუფმა რობინ კენაპის ()Robin Canup ხელმძღვანელობით სატურნის რგოლების ფორმირების ახალი თეორია წარმოადგინა, რომელიც პლანეტის თანამედროვე თანამგზავრების თავისებურებებისა და ზონდის კასინი უკანასკნელი დაკვირვებების შეკავშირების შესაძლებლობას პირველად იძლევა. მიუხედავად იმისა, რომ სატურნის რგოლები XVI საუკუნეში იყო აღმოჩენილი, აქამდე მათი ბუნებისა და აგებულების ახსნა შეუძლებელი იყო
მზე
მზე უძველესი დროიდან იწვევდა ადამიანის ინტერესს:
იგი კაცობრიობის მთელი ისტორიის მანძილზე დიდ როლს ასრულებდა ადამიანის ყოფა-ცხოვრებაში და ამიტომაც ბევრ ცივილიზაციაში (მათ შორის ქართულში) არსებობდა მზის კულტი. მზეს უკავშირდება დღე-ღამისა და წელიწადის დროების ცვლილება. თანამედროვე კვლევებმა დაადასტურა, რომ მზე და მასზე მიმდინარე პროცესები მნიშვნელოვან გავლენას ახდენს დედამიწაზე. მზიდან მომდინარე გამოსხივება მოქმედებს დედამიწაზე არსებულ არაცოცხალ და ცოცხალ ბუნებაზე, მაგალითად, ადამიანის ჯანმრთელობაზე. მზიდან ამოტყორცნილი სხვადასხვა ტიპის ნაკადები (მზის ქარი, კორონალური ამოფრქვევები, ენერგეტიკული ნაწილაკები) გავლენას ახდენს ელექტროხელსაწყოების, რადიო და სანავიგაციო დანადგარებისა და ხელოვნური თანამგზავრების მუშაობაზე. ასევე, მზიდან წამოსული მატერიისა და გამოსხივების ურთიერთქმედება დედამიწის მაგნეტოსფეროსა და ატმოსფეროსთან იწვევს დედამიწაზე კლიმატის ცვლილებას.
მზე არის მზის სისტემის ცენტრში მოთავსებული ვარსკვლავი. ის დედამიწასთან ყველაზე ახლოს მდებარე ვარსკვლავია. დედამიწა მზიდან 150 მილიონი კილომეტრითაა დაშორებული.მზის რადიუსი საშუალოდ 700 000 კილომეტრია, რაც დაახლოებით 110-ჯერ აღემატება დედამიწის რადიუსს, ხოლო მზის მასა 330 000-ჯერ მეტია დედამიწის მასაზე. მზის შიდა სტრუქტურა შედგება მზის ცხელი გულისგან, სადაც ტემპერატურა დაახლოებით 15 მილიონი გრადუსია და მიმდინარეობს თერმობირთვული რეაქცია, რადიაციული ზონისგან, რომელშიც ვრცელდება თერმობირთვული რეაქციის შედეგად წარმოქმნილი გამოსხივება და კონვექციური ზონისგან. კონვექციურ ზონაში მზის გულში წარმოქმნილი ენერგია გადადის კონვექციური ნაკადების მეშვეობით. კონვექციური და რადიაციული ზონების საზღვარზე, ურთიერთქმედების ფენაში, ხდება მზის მაგნიტური ველის ფორმირება.
მზის ხილულ ზედაპირს ფოტოსფერო ეწოდება. ფოტოსფეროს ზედა ფენას წარმოადგენს არარეგულარული ფენა – ქრომოსფერო, რომელშიც ტემპერატურა 6 ათასიდან 20 ათას გრადუსამდე იზრდება. ქრომოსფეროში წარმოქმნილი წყალბადის გამოსხივება მზეს წითელ შეფერილობას აძლევს. მზის გარეთა ატმოსფეროს წარმოადგენს კორონა. მას ქრომოსფეროსგან გამოყოფს თხელი, არარეგულარული გარდამავალი ზონა. კორონა მზის დაბნელებისას გამოიყურება როგორც კაშკაშა, თეთრი გვირგვინი. მისი ტემპერატურა მილიონ გრადუსს აღემატება.
მზეს ახასიათებს აქტივობის 11-წლიანი ციკლი. აქტივობის პერიოდში ფოტოსფეროს ზედაპირზე წარმოიქმნება მზის ლაქები. პერიოდს, როდესაც მზის ლაქების წარმოქმნა ყველაზე ინტენსიურია, მზის მაქსიმუმი ეწოდება, ხოლო მზის ლაქების წარმოქმნის მინიმალური ინტენსივობის შესაბამის პერიოდს – მზის მინიმუმი. მზის ლაქაში შეიძლება გამოიყოს ორი უბანი – უმბრა და პრეუმბრა. უმბრა არის მუქი ადგილი, სადაც მაგნიტური ველი მზის ზედაპირის მართობულია (ამ ადგილას მაგნიტური ველი ამოდის მზიდან ან ჩადის მასში). პრეუმბრა ნაკლებად მუქი ადგილია, სადაც მაგნიტური ველი დახრილია მზის ზედაპირის მიმართ. თუ მზის აქტივობის ციკლი 11 წელია, მზის ლაქების ციკლი 22-წლიანია, რადგან ყოველ 11 წელიწადში მაგნიტური ველი იცვლის მიმართულებას. ანუ, მზის მაქსიმუმისას, მოცემული წერტილიდან მაქსიმალური სიძლიერის მაგნიტური ველი ამოდის მზის ზედაპირიდან, 11 წლის განმავლობაში ველი სუსტდება და ნულდება, შემდეგ წარმოიქმნება და ძლიერდება საპირისპირო მიმართულების ველი და ამ 11-წლიანი ციკლის ბოლოს, იგივე ადგილას, მაქსიმალური სიძლიერის ველი ჩადის მზეში. მომდევნო 11 წლის განმავლობაში ციკლი მეორდება და მეორე 11-წლიანი ციკლის ბოლოს მაქსიმალური სიძლიერის ველი კვლავ ამოდის მზიდან.
მზის კორონაში მიმდინარე პროცესები გავლენას ახდენს მზიდან მომდინარე ნაკადების (მზის ქარი, კორონალური ამოფრქვევები, ენერგეტიკული ნაწილაკები) დინამიკაზე.
მზის ქარი წარმოიქმნება მზის ცხელ კორონაში. ზოგადად, ვარსკვლავის ქარი ვარსკვლავური მატერიის უწყვეტი ნაკადია, რომელიც მოედინება მისი ზედაპირიდან. ვარსკვლავური ქარის სიჩქარე, როგორც წესი, აღემატება ბგერის სიჩქარეს. ბგერის სიჩქარეზე ნაკლები სიჩქარით მოძრავ ნაკადს ეწოდება ვარსკვლავური ბრიზი. მზის ქარი არ არის ერთგვაროვანი, ის შედგება 800 კილომეტრი წამში სიჩქარით მოძრავი სწრაფი ქარისა და ნელი ქარისგან, რომლის სიჩქარეა დაახლოებით 400 კილომეტრი წამში.მზის აქტივობისას შესაძლებელია მზის სისტემაში ყველაზე ენერგეტიკული მოვლენის – კორონალური მასის ამოფრქვევის დაკვირვება, რომლის დროსაც ხდება მზის ზედაპირული მატერიის დიდი რაოდენობით (ათობით მილიარდი ტონის) ამოტყორცნა მცირე დროში. ამოფრქვეული მასა მოძრაობს რამდენიმე ასეული კილომეტრი წამში სიჩქარით. კორონალური ამოფრქვევების წარმოქმნის ზოგადი მექანიზმი ჯერ არ არის შესწავლილი. ამ მოვლენას უკავშირებენ თერმული ან მაგნიტური ენერგიის სწრაფ გამოთავისუფლებას. იმ კორონალური ამოფრქვევების ნაწილს, რომლებიც აღწევს დედამიწის მაგნეტოსფერომდე, უწოდებენ მაგნიტურ ღრუბლებს. მაგნიტური ღრუბლის სიჩქარე დაახლოებით მზის ქარის სიჩქარეს უტოლდება, ხოლო დედამიწის მაგნეტოსფეროსთან მისი რადიუსი დაახლოებით 40-ჯერ აღემატება მზის რადიუსს.
მზის აქტივობისას მიმდინარე ამოფრქვევებს და აფეთქებებს თან სდევს მზის ენერგეტიკული ნაწილაკების (სინათლის სიჩქარესთან მიახლოებული სიჩქარით მოძრავი ელექტრონებისა და პროტონების) წარმოშობა მზის ზედაპირზე.
მზის ქარში მოძრავ ენერგეტიკულ ნაწილაკებს შეუძლია დააზიანოს ხელოვნური თანამგზავრები და საფრთხე შეუქმნას ასტრონავტების ჯანმრთელობას. ამ დამუხტულ ნაწილაკებს საკმარისი ენერგია აქვთ თანამგზავრის ან კოსმოსური ხომალდის შიგნით შესაღწევად. თანამგზავრის დამცავ შრეში (კედლებში) მოძრაობისას ენერგეტიკული დამუხტული ნაწილაკები წარმოქმნის ძლიერ ელექტრულ ველს, რომელიც, თავის მხრივ, იწვევს ელექტრულ განმუხტვას, რომლის დროსაც ზიანდება თანამგზავრზე დამონტაჟებული ხელსაწყოები. ენერგეტიკულმა ნაწილაკებმა შეიძლება ასევე გამოიწვიოს ხელსაწყოების მხოლოდ ერთჯერადი გაუმართაობა. ენერგეტიკული ნაწილაკების ყველაზე ძლიერ ნაკადს მზის ქარში აკვირდებოდნენ 1972 წლის აგვისტოში. გამოთვლებმა აჩვენა, რომ ამ დროს კოსმოსში ასტრონავტები რომ ყოფილიყვნენ, ისინი 10 საათის განმავლობაში მიიღებდნენ დასხივების სასიკვდილო დოზას.
ერთი შეხედვით ბუნებრივია ვივარაუდოთ, რომ მზიდან წამოსულ გამოსხივებას და ვარსკვლავური მასის ნაკადებს (მზის ქარი, კორონალური ამოფრქვევები, ენერგეტიკული ნაწილაკები) შეეძლოთ ძალზე უარყოფითად ემოქმედათ დედამიწის კლიმატზე, ჩვენს პლანეტაზე არსებულ ცოცხალ და არაცოცხალ ბუნებასა და ჩვენს ყოფაზე. მაგალითად, მზიდან წამოსულ ულტრაიისფერ გამოსხივებას შეუძლია დააზიანოს ადამიანის ჯანმრთელობა, დაასუსტოს იმუნური სისტემა, გამოიწვიოს გენეტიკური ცვლილებები ცოცხალ ორგანიზმებში, გახდეს თვალისა და კანის დაავადებების (მაგ. კიბოს) მიზეზი. ულტრაიისფერმა გამოსხივებამ შეიძლება შეაფერხოს მცენარეების ზრდა. საბედნიეროდ, დედამიწას გარს აკრავს დამცავი შრე – ატმოსფერო, რომელიც ხელს უწყობს დედამიწაზე სიცოცხლისთვის საჭირო პირობების შენარჩუნებას. დედამიწის ატმოსფერო შედგება ტროპოსფეროსგან (დედამიწის ზედაპირიდან 17-კილომეტრიანი ფენა) და მომდევნო შრეებისგან – სტრატოსფეროსგან (ეს ფენა მთავრდება დედამიწის ზედაპირიდან 50 კილომეტრზე), მეზოსფეროსგან (მისი ზედა საზღვარი დედამიწის ზედაპირიდან 80 კილომეტრზე მდებარეობს), თერმოსფეროსგან, იგივე იონოსფეროსგან, რომლის ზედა საზღვრის მდებარეობა დედამიწის ზედაპირიდან 300-დან 800 კილომეტრამდე მერყეობს. თერმოსფეროს გაგრძელებაა ეგზოსფერო, რომელიც დედამიწის ზედაპირიდან 1000 კილომეტრზე მთავრდება. თითოეულ შრეს ახასიათებს ერთმანეთისგან განსხვავებული სიმკვრივე და ტემპერატურა.
ატმოსფერო ხელს უშლის მზიდან წამოსული, ცოცხალი ორგანიზმებისთვის საზიანო გამოსხივების გავრცელებას. დედამიწაზე ულტრაიისფერი გამოსხივების წილის შემცირება დამოკიდებულია ღრუბლიანობასა და ოზონის რაოდენობაზე ატმოსფეროში. ოზონის რაოდენობის მცირე ცვლილებამ შეიძლება გამოიწვიოს მნიშვნელოვანი ცვლილებები ულტრაიისფერი გამოსხივების დედამიწის ატმოსფეროში გავრცელების პროცესში.
იონოსფერო ყველაზე აქტიურად ურთიერთქმედებს მზიდან წამოსულ გამოსხივებასთან და სხვადასხვა ტიპის ნაკადებთან. მზის აქტივობისას, მზიდან წამოსული ენერგეტიკული ნაკადების ურთიერთქმედება იონოსფეროსთან იწვევს მისი პარამეტრების ცვლილებას, რაც, თავის მხრივ, გავლენას ახდენს როგორც რადიო, სანავიგაციო და ელექტროხელსაწყოების გამართულ მუშაობაზე, ისე დედამიწის კლიმატსა და, შესაბამისად, დედამიწის ცოცხალ და არაცოცხალ ბუნებაზე.
ზოგიერთი რადიო და სანავიგაციო სისტემების მუშაობის პრინციპი დამყარებულია იონოსფეროს მიერ დედამიწიდან გაგზავნილი სიგნალების (ელექტრომაგნიტური ტალღების) არეკვლაზე. ეს პრინციპი საშუალებას იძლევა სიგნალის გადაცემა განხორციელდეს დიდ მანძილებზე. მაგნიტური ქარიშხლი, რომელიც ასოცირდება მზის ქარში კორონალური მასის ამოფრქვევების მოძრაობასთან, იწვევს იონოსფეროს პარამეტრების ცვლილებას და ხელს უშლის მოცემული სიხშირის ტალღების არეკვლას იონოსფეროს მიერ. ეს კი, თავის მხრივ, აფერხებს სანავიგაციო და რადიოხელსაწყოების მუშაობას. ისეთი სანავიგაციო სისტემა, როგორიც არის GPS (Global Position System), გზავნის სიგნალს ხელოვნურ თანამგზავრთან და შემდეგ იქიდან იღებს მონაცემებს, ხოლო იონოსფეროში გამოწვეული ცვლილებები აფერხებს კოსმოსში განთავსებულ თანამგზავრთან კავშირს. მაგნიტური ქარიშხლის დროს დედამიწის ატმოსფეროში შემოღწეული დამუხტული ნაწილაკები იწვევს ატმოსფეროს იონიზაციის ხარისხის ცვლილებას, რაც აფერხებს დედამიწაზე ელექტრული ხელსაწყოების მუშაობას.
მზიდან წამოსული ენერგეტიკული ნაკადებისა და დედამიწის ატმოსფეროს ურთიერთქმედების თვალსაჩინო და სანახაობრივად ლამაზი მაგალითია ე.წ. ჩრდილოეთის ციალი. მზიდან წამოსული ენერგეტიკული ნაწილაკები ჩაჭერილნი არიან დედამიწის მაგნიტური ველის მიერ და ისინი ვეღარ აღწევს დედამიწის ატმოსფეროში. ამ ნაწილაკების ერთობლიობა დედამიწის გარშემო ქმნის ე.წ. ვან ალლენის სარტყელს. მზის აქტივობისას, კორონალური მასის ამოფრქვევების მოძრაობასთან ასოცირებული მაგნიტური ქარიშხალი იწვევს დედამიწის მაგნიტური ველის სტრუქტურის ცვლილებას. ამის გამო ვან ალლენის სარტყელიდან დამუხტული ენერგეტიკული ნაწილაკები ახერხებენ დედამიწის ატმოსფეროში შემოღწევას. ამ დამუხტული ნაწილაკების იონოსფეროსთან ურთიერთქმედება იწვევს ნათებას, რომელიც ცნობილია ჩრდილოეთის ციალის სახელით. ჩრდილოეთის ციალის ფერი დამოკიდებულია მოცემული ატმოსფერული გაზის სახეობასა და პარამეტრებზე.
როგორც ვხედავთ, მზე გავლენას ახდენს დედამიწის კლიმატზე, ცოცხალ და არაცოცხალ ბუნებაზე, მზის აქტივობამ შეიძლება დააზიანოს ელექტროტექნიკა და თანამგზავრები. ელექტროტექნიკის ხარისხის გაუმჯობესება კი, თავის მხრივ, დაკავშირებულია ხარჯების ზრდასთან. იმისთვის, რომ დაცული იყოს ადამიანების ჯანმრთელობა და სიცოცხლე, შენარჩუნებული იყოს დედამიწაზე სიცოცხლისთვის ხელსაყრელი პირობები და დაიზოგოს ფინანსები, საჭიროა მზეზე მიმდინარე მოვლენებისა და ამინდის პროგნოზირების ეფექტურობის გაუმჯობესება. ამისთვის კი აქტიურად უნდა გაგრძელდეს მზისა და მასზე მიმდინარე პროცესების შესწავლა. დღეს მთელ მსოფლიოში რამდენიმე სამეცნიერო ცენტრი მუშაობს მზეზე დაკვირვების ხარისხის გაუმჯობესებაზე, ხორციელდება მზეზე მიმდინარე პროცესების კომპიუტერული (რიცხვითი) მოდელირება და ანალიტიკური მოდელების დამუშავება.
მერკური
მერკური ყველაზე ახლოს მდებარეობს მზესთან და მზის სისტემის რიგით მეორე ყველაზე მცირე პლანეტაა (ძველად საქართველოში ოტარიდს უწოდებდნენ). მერკურის ყველაზე დიდი კუთხური დაშორება მზისგან მხოლოდ 28.3°-ია და მისი დანახვა მხოლოდ გარიჟრაჟზე ან შებინდებისას შეიძლება. პლანეტა შედარებიც მცირედაა შესწვლილი: ერთადერთი კოსმოსური ხომალდი, რომელმაც მერკურს მიაღწია იყო ’’მარინერ 10’’ (1974-75), რომელმაც პლანეტის ზედაპირის მხოლოდ 45%-ის დაფიქსირება შეძლო. მერკურის ზედაპირი დიდი და პატარა კრატერებითაა დაფარული, რომლებიც მასზე მეტეორების დაცემის შედეგია. მერკურზე არის ღრმული, რომლის დიამეტრი 1300 კმ-ია, იგი დაახლოებით 100 კმ დიამეტრის ქვის ლოდის დაცემით უნდა იყოს წარმოშობილი. დაცემის ძალის სიძლიერის გამო მის ირგვლივ მთები წარმოიქმნა. მერკური მზის ირგვლივ მოძრაობს სიჩქარით, რომლის მოდული 47870 მ/წმ-ია. მისი მაგნიტური ველი 100-ჯერ სუსტია დედამიწისაზე. ფიზიკურად მერკური ემსგავსება მთვარეს, ვინაიდან მისი ზედაპირიც კრატერებითაა დაფარული. პლანეტას მასშტაბური რკინის გული აქვს, რომელიც მაგნიტურ ველს წარმოქმნის (დედამიწის ველის დაახ. 1%). რომაელებმა პლანეტას სწრაფმავალი მაცნე ღმერთი მერკურის სახელი შეარქვეს, შესაძლოა მისი სწრაფი მოძრაობის გამო გარიჟრაჟის ცაზე. მერკურის ასტრონომიული სიმბოლოა ☿. ძვ.წ. მე-5 საუკუნემდე ბერძენი ასტრონომები თვლიდნენ, რომ პლანეტა ორი სხვადასხვა ობიექტი იყო. ჩინური, კორეული, იაპონური და ვიეტნამური კულტურები პლანეტას წყლის ვარსკვლავად მოიხსენიებენ (水星), ხუთ ელემენტზე დაყრდნობით. პირველი ფოტოსურათები მერკურს 1974 წლის 27 მარტს გადაუღო მარინერ 10 -მა. პლანეტის ზომა სიდიდით ოდნავ აღემატება ჩვენს მთვარეს. მისი ზედაპირი ქვიანი და უდაბნოს მსგავსია. პლანეტაზე არის უამრავი წრიული ზომის კრატერი. მერკურის დღე-ღამე დედამიწის 176 დღე-ღამის ტოლია, მზის ირგვლივ ბრუნს კი 88 დღე-ღამე უნდება, ე.ი სანამ მერკურზე ერთხელ დაღამდება და გათენდება, ორი ”იქაური” წელიწადი გადის. პლანეტაზე არ არის წყალი, არც ქარები იცის იმიტომ, რომ არ აქვს ატმოსფერო. სწორედ ამიტომაა, რომ დღე მძვინვარე უდაბნოზე ბევრჯერ უფრო ცხელია – ტემპერატურა 427 °C-ს ( 700 °K ) აღწევს, ღამით კი საშინელი ყინვაა და ტემპერატურაც -173 °C-მდე ( 100 °K )ეცემა. მერკურის ზედაპირის სუბსოლარული წერტილები ყველაზე ცხელია და კრატერთა ძირები მის პოლუსებთან კი ყველაზე ცივი. მერკურს ისევე როგორც ვენერას არცერთი თანამგზავრი არ ჰყავს.
მარსი
მარსი მეოთხე პლანეტაა სიშორით მზის სისტემაში. მას რომაული ომის ღმერთის მარსის სახელი ჰქვია (არესი ბერძნულ მითოლოგიაში). მას მეტსახელად ”წითელი პლანეტა” ჰქვია დედამიწიდან, ღამის ცაზე, მისი შეფერილობის გამო. მას ორი თანამგზავრი ჰყავს – ფობოსი და დეიმოსი – მცირე და უსწორმასწორო ზედაპირის სხეულები, შესაძლოა მარსის გრავიტაციაში მოქცეული ასტეროიდები იყოს. პრეფიქსი არეო- მიუთითებს მარსზე ისევე როგორც გეო- მიუთითებს დედამიწაზე, მაგალითად, არეოლოგია/გეოლოგია. არეოლოგია ასევე მიუთითებს მარსის ერთიანად და არა მხოლოდ პლანეტის გეოლოგიური პროცესების შესწავლაზე. მარსის ასტრონომიული სიმბოლოა ♂, რომელიც სტილიზებული რეპრეზენტაციაა ღმერთი მარსის შუბისა და ფარის და ბიოლოგიაში მას იყენებენ როგორც მამრობითი სქესის ნიშანს. ჩინურ, კორეულ, იაპონურ და ვიეტნამურ კულტურებში პლანეტას მოიხსენიებენ როგორც ცეცხლოვან ვარსკვლავს (火星), ძველი ჩინური ხუთი ელემენტის მითოლოგიურ ციკლზე დაყრდნობით. პლანეტაზე თვეების განმავლობაში ქარიშხლები მძვინვარებს. პლანეტის ფერი მოწითალო, სისხლისფერია. ეს ფერი ძველ ბერძენთა და რომაელთა წარმოდგენაში ომთან და სისხლის ღვრასთან ასოცირდებოდა. სწორედ ამიტომ, ბერძნები და რომაელები ამ პლანეტას ომის ღმერთთან აიგივებდნენ. მარსზე დაშვების პირველი წარმატებული მისია, 1965 წელს მარინერ 4 -მა განახორციელა, რომელიც 1964 წელს გაუშვეს დედამიწიდან. პლანეტაზე არის წარმონაქმნები, რომლებიც მდინარის ამომშრალ კალაპოტს გვაგონებენ. ამ კალაპოტებში წყალი არ არის. პლანეტის ზედაპირზე უამრავი ჩამქრალი ვულკანის კერა და მეტეორიტული კრატერებიც შეინიშნება. მთა ოლიპმი, რიმელიც მარსზე მდებარეობს, ყველაზე მაღალი მთაა მზის სისტემაში – მისი სიმაღლეა 28 ათასი მეტრი, ანუ 28 კილომეტრი. დღე ღამის ხანგრძლივობა ”წითელ პალეტეზე” თითქმის ისეთივეა, როგორც დედამიწაზე – 24 საათი და 39 წუთი. ყოველ 2 წელწადსა 50 დღეში ხდება ისე, რომ მარსსა და დედამიწას შორის მანძილი 78 მილიონ კილომეტრია. თუმცა 15 ან 17 წელწადში ხდება ისეც, რომ ეს მანძილი 56 მილიონ კმ -ზე ჩამოდის. 2003 წლის 27 აგვისტოს, ამერიკის დროით 9:51:13 ზე, მარსი ბოლო 60 000 წლის მანძილზე დედამიწას ყველაზე მეტად მიუახლოვდა: 55 758 006 კმ (0.372719 ა.ე.). ასეთი მიახლოება იყო ჩვენს წელთაღრიცხვამდე 57 617 წლის 12 სექტემბერს. იქაურ ზამთარში ტემპერატურა -130 °C -მდე ეცემა პოლუსებზე, ზაფხულში 0°C-დან 30°C-მდე მერყეობს ეკვატორზე. 2040 წლისთვის ამერიკელებს დაგეგმილი აქვთ ექსპედიცია, რომლის დროსაც პირველი ადამიანი დაეშვება მარსზე.
დედამიწა
ფიზიკური მახასიათებლები ეკვატორიული რადიუსი 6378,14 კმ პოლარული რადიუსი 6356,78 კმ რადიუსი 6371,3 კმ ეკვატორის გარშემოწერილობა 40 075 კმ მოცულობა 1,0832×1012 კმ3 მასა 5,9737×1024 კგ სიმკვრივე 5,515 გ/სმ3 ზედაპირის ფართობი 510 065 700 კმ2 გრავიტაცია ეკვატორიულ ზონაში 9,766 მ/წმ2 ანუ 1 g მეორე კოსმოსური სიჩქარე 11 180 მ/წმ ბრუნვის სიდერული პერიოდი 23,934 სთ. ორბიტისადმი ეკვატორიული დახრილობა 23,45° ზედაპირის ტემპერატურა უმც. საშ. უდ. 185 °K 287 °K 331 °K ატმოსფერული წნევა ზედაპირთან 101,325 კპა ორბიტული მახასიათებლები საშუალო მანძილი მზიდან 149 597 890 კმ (1,0 ა.ე.) პერიჰელიუმი 147 100 000 კმ აფელიუმი 152 100 000 კმ სიდერული ორბიტალური პერიოდი 365,24 მიწიური დღე საშუალო ორბიტალური სიჩქარე 29 785,9 მ/წმ ორბიტის გაწელილობა 0,01671022 ეკლიპტიკის სიბრტყისადმი ორბიტის დახრილობა 0,00005° ორბიტის გარშემოწერილობა 924 375 700 კმ თანამგზავრი 1 (მთვარე) ატმოსფეროს მოცულობითი შედგენილობა აზოტი N2 78,11 % ჟანგბადი O2 20,953 % არგონი Ar 0,934 % ნახშირორჟანგი CO2 ცვალებადი: 0,01-0,1 % წყალი (ორთქლი) H2O ცვალებადი: 0-7 % ანტიკურ და შუა საუკუნეებში გამოთქმული იყო მრავალი ჰიპოთეზა იმის შესახებ, რომ დედამიწის კონტინენტები დასაბამიდან არსებობდა და მათი მდებარეობა არ იცვლებოდა. XX საუკუნის დასაწყისში გერმანელმა მეცნიერმა ალფრედ ვეგენერმა რუკაზე დაკვირვებისას ყურადღება მიაქცია სამხრეთ ამერიკისა და აფრიკის ნაპირების მოხაზულობას. კონტინეტების მოდელების შეერთებისას ისინი გამთლიანდნენ. ვეგენერმა წამოაყენა ჰიპოთეზა, რომ ერთ დროს არსებობდა გიგანტური კონტინენტი – პანგეა, რომლის დაშლის შედეგადაც მიღებულია თანამედროვე კონტინენტები, მაგრამ მეცნიერმა ვერ დაადგინა რა ამოძრავებდა ხმელეთის დიდ ნაწილს. ეს მოსაზრება ცნობილია როგორც კონტინრნტების დრეიფი. მოგვიანებით დადგინდა, რომ უძველეს დროს არსებული კონტინენტი პანგეა, რომელსაც გარს ერტყა მთლიანი ოკეანე – პანტალასი, გაიყო ორ კონტინენტად. ჩრდილოეთ ნაწილს უწოდეს ლავრაზია (ჩრდილოეთ ამერიკა და ევრაზია), ხოლო სამხრეთს ჰონდვანა (სამხრეთი ამერიკა, აფრიკა, ავსტრალია, ანტარქტიდა). კონტინენტთა დაყოფით მათ შორის გჩნდა კონტინენტები (ინდოეთისა და ატლანტის).
სიცოცხლის არსებობის პირველი ნიშნები დედამიწაზე მხოლოდ 3-3,5 მილიარდი წლის წინ გაჩნდა. მკვლევართა აზრით ჩვენს პლანეტაზე სიცოცხლის გაჩენის ორი გზა არსებობს: კოსმოსური და დედამიწისეული. კოსმოსური გზის მიხედვით სიცოცხლე დედამიწაზე სხვა ციური სხეულებიდან მოხვდა. რადგანსამყაროში არსებობს ჩვენს პლანეტაზე უფრო ასაკოვანი სხეულები, ამიტომ ფიქრობენ, რომ სხვაგან შესაძლოა სიცოცხლე უფრო ადრე წარმოიშვა. 1865 წელს გერმანელმა მეცნიერმა პ. რიხტერმა გამოთქვა მოსაზრება, რომ შესაძლოა ცოცხალი არსებანი დედამიწაზე მოხვდნენ კოსმოსიდან, მტვრის, მეტეორიტებისა და სხვა ციური სხეულების დედამიწაზე დაცემით. შესაძლოა მტვერს მიკროოგანიზმები შემოჰყოლოდა. ეს ვერსია დასაშვებია, თუმცა მეცნიერთა დიდი ნაწილი თვლის, რომ სიცოცხლე დედამიწაზე წარმოიშვა, რასაც ხელი შეუწყო მზის სითბომ, სინათლემ, წყალმა, ჰაერმა.
Wednesday, June 8, 2011
თემის არჩევის მიზეზი
მე გახლავართ ილიას უნივერსიტეტის სტუდენტი ცერცვაძე ოთარი და თემად ავირჩიე ”პლანეტები”, რომელზეც მინდა მცირე ინფორმაცია მოგაწოდოთ. მე ვისაუბრებ პლანეტებზე და ვარსკვლავებზე რომლებზეც ინფორმაციას იხილავთ შემდეგ გვერდზე.
Saturday, June 4, 2011
იუპიტერი
იუპეტერი
მზის სისტემის პლანეტები და მათი ასტროლოგიური გავლენაიუპიტერი - მზიდან მე-5 პლანეტაა. მზის სისტემაში იუპიტერი ზომით პირველი პლანეტაა. იგი უძველესი დროიდან არის ცნობილი. მას სახელი რომაული ღმერთის საპატივცემულოდ ეწოდა (რომელიც ბერძნული ზევსის ანალოგი იყო). იუპიტერი დედამიწაზე დაახლოებით 318-ჯერ დიდია. მზიდან იუპიტერის დაშორების მანძილი კი დაახლოებით 778,3 მილიონი კილომეტრია. იგი გაზის გიგანტია. ბოლო გამოკვლევებით მას 63 თანამგზავრი ჰყავს (მათგან უდიდესები იო, ევროპა, განიმედე და კალისტო, რომლებიც ჯერ კიდევ 1610 წელს გალილიო გალილეიმ აღმოაჩინა). იუპიტერის ატმოსფერო ძირითადად შედგება წყალბადისგან (90%) და ჰელიუმისგან (10%), მცირე რაოდენობით შედის ეთანი, მეთანი, ამიაკი, გოგირდწყალბადი, ფოსფინი და წყლის ორთქლი.
იუპიტერი ერთი ზოდიაქოს ნიშნის გავლას 1 წელი, ხოლო მთლიანი ზოდიაქოს გარშემოვლას 12 წელი უნდება. ასტროლოგიურად იუპიტერი (ისევე როგორც სატურნი) "სოციალურ" პლანეტებს მიეკუთვნება, ანუ ის გავლენას ახდენს სოციალურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაზე. გარდა ამისა, იუპიტერი განვითარების, გაფართოვებისა და პროგრესის პლანეტადაც მოიაზრება.
ასტროლოგიაში მიიჩნევა, რომ იუპიტერი ადამიანს განვითარების საშუალება აძლევს და ზოგადად წარმატებებზეა "პასუხისმგებელი". ასევე "მართავს" ენთუზიაზმს, იღბლიანობას, გამარჯვებას. ჯერ კიდევ ქალდეველი ასტროლოგები მას "იღბლიან" პლანეტას უწოდებდნენ. (მისი ჰოროსკოპში მდებარეობა აჩვენებს თუ რა თვისებების გამოვლენა სჭირდება ადამიანს გამარჯვების მოსაპოვებლად და როგორ ან რა პროფესიებში უნდა მიმართოს მან საკუთარი ძალა). ამ პლანეტის დადებითი თვისებები: სიცოცხლისა და თავისუფლების სიყვარული, სამართლიანობა, დიდსულოვნება. უარყოფითი თვისებები: ქედმაღლობა, მოუთმენლობა, სწორხაზოვნება.
ასტროლოგიურად იუპიტერი საკუთარ "ღირსებს" ყველაზე პოზიტიურად კირჩხიბის, მშვილდოსნისა და თევზების ზოდიაქოში ავლენს, ხოლო მისი მოქმედება ნაკლებად ეფექტურია ტყუპების, ქალწულისა და თხის რქის ზოდიაქოში.
იუპიტერი ძირითადად შედგება წყალბადისაგან და ჰელიუმისაგან და შემადგენლობით ახლოსაა მზესთან. ღრუბლების ქვეშ განლაგებულია 7–25 ათასი კილომეტრის სისქის ფენა, სადაც წნევისა და ტემპერატურის ზრდასთან ერთად (6000°С–მდე) წყალბადი აიროვანი მდგომარეობიდან გადადის თხევადში, თუმცა მკვეთრი ზღვარი აირად და თხევად მდგომარეობათა შორის არ არსებობს.
მეცნიერები ვარაუდობენ, რომ იუპიტერის ბირთვი შედგება ჰელიუმზე ბევრად მძიმე ელემენტებისაგან. მისი დიამეტრის ზომაა 15–30 ათასი კილომეტრი და გააჩნია მაღალი სიმკვრივე. თეორიული გამოთვლების შედეგად დადგენილია, რომ ბირთვის ტემპერატურა – 36 000°С რიგისაა, ხოლო წნევა – 30–100 მილიონ ატმოსფეროს უდრის.
ჩატარებული კვლევების საფუძველზე დადგენილია, რომ იუპიტერი უფრო მეტ ენერგიას გამოასხივებს, ვიდრე შთანთქავს, რაც ალბათ დაკავშირებული უნდა იყოს პლანეტის ბირთვში მიმდინარე ბირთვულ რეაქციებთან.
http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%98%E1%83%A3%E1%83%9E%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98_%28%E1%83%9E%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%A2%E1%83%90%29
http://www.youtube.com/watch?v=A3l7yz4UJLE
http://books.google.ge/books?id=aMERHqj9ivcC&printsec=frontcover&dq=jupiter&hl=ka&ei=VfjpTYHAKM-i-gaul8TtDw&sa=X&oi=book_result&ct=book-thumbnail&resnum=1&ved=0CCoQ6wEwAA#v=onepage&q&f=false
Subscribe to:
Posts (Atom)