Saturday, June 4, 2011

იუპიტერი

იუპეტერი

მზის სისტემის პლანეტები და მათი ასტროლოგიური გავლენა

იუპიტერი - მზიდან მე-5 პლანეტაა. მზის სისტემაში იუპიტერი ზომით პირველი პლანეტაა. იგი უძველესი დროიდან არის ცნობილი. მას სახელი რომაული ღმერთის საპატივცემულოდ ეწოდა (რომელიც ბერძნული ზევსის ანალოგი იყო). იუპიტერი დედამიწაზე დაახლოებით 318-ჯერ დიდია. მზიდან იუპიტერის დაშორების მანძილი კი დაახლოებით 778,3 მილიონი კილომეტრია. იგი გაზის გიგანტია. ბოლო გამოკვლევებით მას 63 თანამგზავრი ჰყავს (მათგან უდიდესები იო, ევროპა, განიმედე და კალისტო, რომლებიც ჯერ კიდევ 1610 წელს გალილიო გალილეიმ აღმოაჩინა). იუპიტერის ატმოსფერო ძირითადად შედგება წყალბადისგან (90%) და ჰელიუმისგან (10%), მცირე რაოდენობით შედის ეთანი, მეთანი, ამიაკი, გოგირდწყალბადი, ფოსფინი და წყლის ორთქლი.
იუპიტერი ერთი ზოდიაქოს ნიშნის გავლას 1 წელი, ხოლო მთლიანი ზოდიაქოს გარშემოვლას 12 წელი უნდება. ასტროლოგიურად იუპიტერი (ისევე როგორც სატურნი) "სოციალურ" პლანეტებს მიეკუთვნება, ანუ ის გავლენას ახდენს სოციალურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაზე. გარდა ამისა, იუპიტერი განვითარების, გაფართოვებისა და პროგრესის პლანეტადაც მოიაზრება.
ასტროლოგიაში მიიჩნევა, რომ იუპიტერი ადამიანს განვითარების საშუალება აძლევს და ზოგადად წარმატებებზეა "პასუხისმგებელი". ასევე "მართავს" ენთუზიაზმს, იღბლიანობას, გამარჯვებას. ჯერ კიდევ ქალდეველი ასტროლოგები მას "იღბლიან" პლანეტას უწოდებდნენ. (მისი ჰოროსკოპში მდებარეობა აჩვენებს თუ რა თვისებების გამოვლენა სჭირდება ადამიანს გამარჯვების მოსაპოვებლად და როგორ ან რა პროფესიებში უნდა მიმართოს მან საკუთარი ძალა). ამ პლანეტის დადებითი თვისებები: სიცოცხლისა და თავისუფლების სიყვარული, სამართლიანობა, დიდსულოვნება. უარყოფითი თვისებები: ქედმაღლობა, მოუთმენლობა, სწორხაზოვნება.
ასტროლოგიურად იუპიტერი საკუთარ "ღირსებს" ყველაზე პოზიტიურად კირჩხიბის, მშვილდოსნისა და თევზების ზოდიაქოში ავლენს, ხოლო მისი მოქმედება ნაკლებად ეფექტურია ტყუპების, ქალწულისა და თხის რქის ზოდიაქოში.

იუპიტერი ძირითადად შედგება წყალბადისაგან და ჰელიუმისაგან და შემადგენლობით ახლოსაა მზესთან. ღრუბლების ქვეშ განლაგებულია 7–25 ათასი კილომეტრის სისქის ფენა, სადაც წნევისა და ტემპერატურის ზრდასთან ერთად (6000°С–მდე) წყალბადი აიროვანი მდგომარეობიდან გადადის თხევადში, თუმცა მკვეთრი ზღვარი აირად და თხევად მდგომარეობათა შორის არ არსებობს.
მეცნიერები ვარაუდობენ, რომ იუპიტერის ბირთვი შედგება ჰელიუმზე ბევრად მძიმე ელემენტებისაგან. მისი დიამეტრის ზომაა 15–30 ათასი კილომეტრი და გააჩნია მაღალი სიმკვრივე. თეორიული გამოთვლების შედეგად დადგენილია, რომ ბირთვის ტემპერატურა – 36 000°С რიგისაა, ხოლო წნევა – 30–100 მილიონ ატმოსფეროს უდრის.
ჩატარებული კვლევების საფუძველზე დადგენილია, რომ იუპიტერი უფრო მეტ ენერგიას გამოასხივებს, ვიდრე შთანთქავს, რაც ალბათ დაკავშირებული უნდა იყოს პლანეტის ბირთვში მიმდინარე ბირთვულ რეაქციებთან.
http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%98%E1%83%A3%E1%83%9E%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98_%28%E1%83%9E%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%A2%E1%83%90%29






http://www.youtube.com/watch?v=A3l7yz4UJLE



http://books.google.ge/books?id=aMERHqj9ivcC&printsec=frontcover&dq=jupiter&hl=ka&ei=VfjpTYHAKM-i-gaul8TtDw&sa=X&oi=book_result&ct=book-thumbnail&resnum=1&ved=0CCoQ6wEwAA#v=onepage&q&f=false

No comments:

Post a Comment